გიგი უგულავა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას აფასებს

   ბოკერიას პროკურატურაში დაბარება “ნაციონალურ მოძრაობაზე” ტოტალური შეტევის გაგრძელებაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების წინ ხელისუფლებას მთავარი ოპოზიციური ძალის მიმართ ერთადერთი იარაღი დარჩა – პროკურატურაში დაბარება. “ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროცესი არ დამთავრდება, მიუხედავად იმისა, რომ ორ თვეში ადგილობრივი არჩევნებია, მთავრობას ჩვენს წინააღმდეგ ერთადერთ არსენალად დარჩა პარტიის წევრების პროკურატურაში დაბარება. ამიტომ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რადგან პარტიები სრულიად არათანაბარ პირობებში არიან და მთავარი ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მიმდინარეობს დისკრედიტაცია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღოს დივიდენდები”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დღეს, 15:00 საათზე არის დაბარებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები