კახა კალაძე: დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ძალადობის, ტერორის, შანტაჟის გარეშე ქვეყნის მართვა

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ ბოლნისელ ამომრჩეველს სიტყვით მიმართა.
კალაძის თქმით, საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებები თანაბრად არის დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, პოლიტიკური შეხედულებებისა.
„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რაც ჩვენ გავაკეთეთ ბოლო წლების განმავლობაში. მადლობა იმისთვის, რომ 2012 წელს ჩვენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად ქვეყანაში მოვახდინეთ გარდატეხა. ჩვენ დავამტკიცეთ ის, რომ თურმე შესაძლებელი ყოფილა ძალადობის, ტერორის, შანტაჟის გარეშე ქვეყნის მართვა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შესაძლებელი ყოფილა ქვეყნის მართვა ოჯახების გაუბედურების, დაშინებების გარეშე. ეს რეალობა ჩვენს მიერ არის შეცვლილი. მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის უფლებები თანაბრად არის დაცული, მიუხედავად მათი განსხვავებული აზრისა, პოლიტიკური შეხედულებებისა. მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ დღეს საქართველოში შესაძლებელია საარჩევნო კამპანიის ჩატარება თავისუფალ, მშვიდ, წყნარ გარემოში.
ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას, ნებისმიერ პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა გააცნოს თავიანთი ხედვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის განვითარება.
შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ხელკეტებით დევნა, ცემა-ტყეპა, შეურაცხყოფების მიყენება საარჩევნო კამპანიის დროს, როგორც ეს სულ რაღაც ოთხი წლის წინ ხდებოდა და თითოეულმა ჩვენთაგანმა საკუთარ თავზე გამოსცადა თუ როგორი იყო საარჩევნო კამპანიის ჩატარება ასეთ პირობებში. ჩვენ გაძლევთ პირობას, რომ საქართველოში აღარასდროს დაბრუნდება ისეთი მთავრობები, რომლებიც დაუშვებენ ძალადობას.
ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომელიც იქნება დაფუძნებული დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე. ჩვენთვის მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის ქვეყნის ეკონომიკურად განვითარება. სწრაფი განვითარება, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები