პრემიერმა დმანისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი წარადგინა და მოსახლეობას მისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა. კვირიკაშვილის თქმით, ოქრიაშვილის ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში.
“ბატონ კახას მე ვიცნობ უკვე 10 წელზე მეტია, ჯერ კიდევ საბანკო სექტორში მუშაობის დროიდან. მე გავიცანი როგორც ინიციატივიანი, პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ძალიან წარმატებულია თავის საქმიანობაში, რომლის კომპეტენცია იყო ძალიან ფართო. ის ყოველთვის იყო ძალიან აქტიური პარლამენტში მუშაობის დროს. მინდა დიდი სიამოვნებით მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ კახა ოქრიაშვილს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები