სანდრა რულოვსი: ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლემ სანდრა რულოვსმა დანიურ გაზეთს 2004 წელს ინტერვიუ მისცა, სადაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა. სტატიის სათაურია “Georgia on His Mind – George Soros’s Potemkin Revolution by Amb. Richard Carlos”.
მაშინდელი პირველი ლედი აცხადებდა, რომ საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები – სტალინი, ბერია, გამსახურდია, შევარდნაძე და ასევე მისი მეუღლეც, რომელიც მათ რიცხვეს მიეკუთნება და რომლისაც ხალხს უნდა ეშინოდეს.
“საქართველომ წარმოშვა ძლიერი ლიდერები. სტალინი, ბერია, გამსახურდია. შევარდნაძეც კი შეგვიძლია მივაკუთვნოთ მათ რიცხვს… ამ ლიდერთა თვალთახედვა სცდებოდა საქართველოს ფარგლებს. ჩემი ქმარიც მათ კატეგორიას განეკუთვნება. ის აგრძელებს ამ ტრადიციას. ამ ქვეყანას სჭირდება ძლიერი ხელი.
პასუხიმგებლობის გრძნობა ნაკლებია… მე ვფიქრობ, რომ ჩემი ქმარი ზუსტად ის ადამიანია, ვისიც ხალხს უნდა ეშინოდეს, აქ არ არის ლაპარაკი პირდაპირ ფაშიზმზე ან რაღაც მაგდაგვარზე. თუ ვინცობაა მან გამოავლინა რაიმე სახის ექსტრემალური თვისებები, მაშინ მას ამის შესახებ მიუთითებენ”, – აცხადებდა რულოვსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები