გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც ჩვენი ხალხის ინტერესებს ვემსახურებით
“ ჩვენ ვართ მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ვემსახურებით ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ”ქართული ოცნების” ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში, მხარადამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა დმანისის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.
”ერთი მხრივ, ჩვენ ვართ თანმიმდევრული ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ხოლო მეორე მხრივ, შევძელით შეგვენელებინა დაძაბულობა, რომელიც არსებობს რუსეთთან, მაგრამ არა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხარჯზე – ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვართ მთავრობა, რომელსაც სიამაყით შეუძლია თქვას, რომ ვემსახურებით ჩვენი ხალხის ინტერესებს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.