გიორგი კვირიკაშვილი: ხედავთ, რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში, აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში

ხედავთ, რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო, ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დმანისში განაცხადა, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი წარუდგინა.
პრემიერმა დმანისელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულად მიმდინარეობს.
“თქვენ ალბათ აკვირდებით, თუ როგორ დემოკრატიულად მიმდინაროებს საარჩევნო პროცესი დღეს, რამხელა განსხვავებაა თუნდაც 4-5 წლის წინანდელი ვითარებისგან, რაც ხდებოდა 2011 წლის შემოდგომაზე, შემდგომ მთელი 2012 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, დღესაც არის ცალკეული ინცინდენტები, მაგრამ მთლიანობაში თვისობრივი განსხვავებაა მიღწეული. არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის მხრივ, მთლიანად ქვეყანაში სრულიად განსხვავებული ვითარებაა, ადამიანებს აღარ ეშინიათ მთავრობის, არის თავისუფალი მედიაგარემო.
თქვენ ხედავთ, რამდენი კრიტიკა ისმის ტელევიზიებში. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო ღირსნი ვართ კრიტიკის, ვიდრე წინა ხელისუფლება იყო. ეს მეტყველებს იმაზე, რომ აბსოლუტური თავისუფლებაა ქვეყანაში. ეს არის იმ ბრძოლის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა გასწია და, რომელიც ნამდვილად დავიმსახურეთ,”-განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები