ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ სტამბოლში მოკლეს
სტამბოლში ცნობილი აზერბაიჯანელი „კანონიერი ქურდი“ როვშან ჯანიევი მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა „გაზეტა.რუ“ იუწყება. ჯანიევი შესაძლოა, რუსეთის ქურდული სამყაროს ლიდერის, “დედ ჰასანის” მკვლელობის უკან იდგეს. გამოცემა წერს, რომ ჯანიევის დაღუპვამ შესაძლოა, ამ ორი დაპირისპირებული დაჯგუფების მტრობას ბოლო მოუღოს. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, მკვლელობა სტამბოლში, ბარბაროსას ბულვარზე მოხდა. დაუდგენელმა პირებმა „რენჯ როვერს“, რომლითაც ჯანიევი გადაადგილდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს. ჯანიევის მძღოლი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს