ნუკრი ქანთარია: ნანა ყეინიშვილის წასვლის გამო, მოსასულიერებელი „კაპლები“ არ დაგვჭირდება

“პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლის გამო, მოსასულიერებელი „კაპლები“ არ დაგვჭირდება”, – ასე გამოეხმაურა ”ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრი, ნუკრი ქანთარია პარტიიდან ნანა ყეინიშვილის წასვლას.
ქანთარია, თანაპარტიელის გადაწყვეტილებას, პარტიიდან წასვლის გამო, დიდ ტრაგედიად არ მიიჩნევს.
”თუ დატოვა, ეს არ არის დიდი ტრაგედია ”ქართული ოცნებისთვის”. არ დაგვჭირდება ამისთვის მოსასულიერებელი „კაპლები”, – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა.
დეპუტატმა ნანა ყეინიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტია „ჩვენების“ სახელით მიიღებს. ამის შესახებ ნანა ყეინიშვილმა დღეს ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, ხოლო მიზეზად „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების მომრავლება დაასახელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები