ერაყის ავიაციამ „ისლამური სახელმწიფოს“ 30 ავტოცისტერნა გაანადგურა
ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 30 ავტოცისტერნა გაანადგურეს, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნოდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Sumaria იუწყება. ერაყის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშის დროს 12 „ბოევიკი“ დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაიჭრა. ნავთობით დატვირთული ავტოცისტერნების კოლონა ნაინავას პროვინციაში მიდიოდა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი მოსულია. ერაყის შეიარაღებული ძალები ამ ქალაქის აღებას ცდილობენ.