რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინის 25 მოქალაქე დააკავა
რუსეთის უშიშროების სამსახურმა “დივერსიების მომზადებაში” ეჭვმიტანილი უკრაინის 25 მოქალაქე დააკავა. რუსეთის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რამდენიმე “მემარჯვენე სექტორის” წევრია. რუსეთის პირველი არხი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებული უკრაინელები მომზადებას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის სირიაშიც გადიოდნენ. უკრაინის უშიშროების სამსახურმა აღნიშნულ ცნობას “უაზრობა” უწოდა. უკრაინამ რუსეთის უშიშროების სამსახურის აგენტები თებერვალში კიევში დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული ზომების დაგეგმვაში დაადანაშაულა.