მორიგ ავარიას ბათუმი-გონიოს გზაზე კიდევ ერთი ახალგაზრდა ემსხვერპლა

ბათუმი-გონიოს ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი, ხოლო კიდევ ერთი მგზავრი ბათუმის „მედინას“ საავადმყოფოში მოათავსეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი – ილია არქანიაა.  13989682_1203389709683520_1452144339_n
როგორც „კვირას“ ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. რაც შეეხება, დაშავებულ მგზავრს, ის გამვლელმა მძღოლმა საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ კლინიკა „მედინაში“ განუცხადეს, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276 -ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
14017795_1203389529683538_1385016686_n (1)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები