კახა ბუკია: კოტე კემულარიას ძმა, რძალი და მთელი ოჯახი “ნაცმოძრაობის“ წევრები არიან

რატომ მირბიან ბურჭულაძის პარტიიდან? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს.
9 აგვისტოს პაატა ბურჭულაძის პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ხობის რაიონული ორგანიზაციის 90-ზე მეტმა წევრმა დატოვა. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე და საარჩევნო შტაბის უკვე ყოფილი თავმჯდომარე, კახა ბუკია “ალიასთან“ საუბარში აცხადებს, მან და მისმა მეგობრებმა პარტია არასწორი პოლიტიკის გამო დატოვეს.
“ყველაფერი ჩავდე ამ პარტიაში სული და გული. ბევრი ვიშრომე ჩემს მეგობრებთან ერთად. ხობში 5-ათასიანი შეხვედრაც გავაკეთე, მაგრამ პარტიამ რყევა დაიწყო, როცა ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატად კოტე კემულარია წარადგინეს. კემულარიას ძმა, რძალი და მთელი ოჯახი “ნაცმოძრაობის“ წევრები არიან. რაღაცებს შეფარვით ადრეც ვხედავდი, მაგრამ საბოლოოდ ახლა დავრწმუნდი“, – აცხადებს ბუკია.
ბუკია “ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას აპირებს.
“შემოთავაზებები ბევრია, ძალიან ბევრი, მაგრამ ჯერ გაჩერებული ვარ და ვაპირებ, სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობას. “ოცნებისგანაც“ მაქვს შემოთავაზება, ჩემს გუნდთან ერთად გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე“, – აღნიშნავს ბუკია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები