გიორგი ვაშაძე: ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური ზეწოლაა
საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის შეფასებით, გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება პოლიტიკური ზეწოლაა. მისი თქმით, ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება არის „ნაციონალურ მოძრაობაზე” ტოტალური შეტევა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.
“ჩვენ გვახსოვს დაახლოებით ერთი წლის წინ ყოფილი პრემიერის განცხადება, რომ უნდა მიეცათ ბოკერია პასუხისგებაში. ამ დავალებას პროკურატურა ასრულებს. ეს არის სტანდარტი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ამკვიდრებს”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.