ზვიად ძიძიგური: ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს
საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად ძიძიგური საგამოძიებო უწყებაში გიგა ბოკერიას დაბარებას ეხმაურება. როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებთან განმარტა, თუ საგამოძიებო უწყებას კონკრეტული კითხვები აქვს ნებისმიერ ადამიანთან, კითხვებზე პასუხი უნდა გაიცეს. „საქმეები თუ არის გამოსაძიებელი და კითხვები დასასმელი, გნებავთ ბოკერია იყოს თუ სხვა ვინმე, ვფიქრობ, რომ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი დასკვნა მას შემდეგ, რაც გამოძიება კონკრეტულ კითხვას პასუხს გასცემს “,- განაცხადა ზვიად ძიძგურმა.