"თუ პროკურატურას აქვს კითხვები, ყველამ ამომწურავი პასუხები უნდა გასცეს"

“ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს პოლიტიკურ ნიშანს ანიჭებს, რაც ჩემთვის მიუღებელია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გიგა ბოკერიას დაკითხვის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

“თუ პროკურატურას აქვს კითხვები, თითოეულმა მათგანმა უნდა ინებოს და ამომწურავი პასუხები გასცეს”, – განაცხადა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა” ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ზეწოლად და ოპონენტებისთვის პრობლემების შექმნად აფასებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები