თურქეთის საგარეო უწყებამ 208 დიპლომატი გაიწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მსოფლიოს მასშტაბით 208 დიპლომატი გაიწვია. თუმცა, 32-მა მათგანმა სამშობლოში დაბრუნებაზე უარი განაცხადა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მათი ექსტრადირების მიზნით უწყება იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებიან. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთში მომუშავე ორმა თურქმა სამხედრო ატაშემ ოჯახებთან ერთად იტალიას შეაფარა თავი.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 60 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დააპატიმრეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს.
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენია. თავად გიულენი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები