ზაზა შათირიშვილი: გამორიცხულია, ქართველმა ერმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება დაუშვას

ექსპერტ ზაზა შათირიშვილის განცხადებით, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შანსი იმდენად მცირეა, რომ შეიძლება, გამოვრიცხოთკიდეც.
ამ თემაზე ექსპერტი „რეზონანსთან“ ინტერვიუში საუბრობს.
მისი აზრით, „გამორიცხულია, ქართველმა ერმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება დაუშვას“.
„პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ ამას ხალხი უბრალოდ არ შეეგუება, გამორიცხულია, ქართველმა ერმა საქართველოში სააკაშვილის დაბრუნება დაუშვას. ყველაზე ცუდი სცენარი ამ შემთხვევაში არის სამოქალაქო ომი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია მე პირადად. ამის რესურსი არ არსებობს, არ აქვს პარტიას ამის რესურსი და არც ამის მოლოდინი არსებობს საზოგადოებაში.
საზოგადოებას მიშა არ სჭირდება და ამიტომ, იმაზე გათვლა, რომ დაბრუნდეს და ხალხი გვერდში დაუდგება, სისულელეა“, – აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
როგორც ცნობილია, მასზე ძებნა აგამოცხადებული და დიდი შანსია, საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, ის დააპატიმრონ – მიმართა ჟურნალისტმა ექსპერტს.
ესეც მშვენიერი არგუმენტია. ჩვენ გვახსოვს ჰალსტუხის ჭამა, ვერტმფრენის დანახვაზე გაქცევა და ა.შ. ჩვენ ვნახეთ მისი სიჩაუქე როგორც მხედართმთვრისა და როგორც ვაჟკაცის. ვერ ვიტყვით, რომ ის არის უშიში ვითარცა უხორცო. ის მოშიში და ხორციანია. სხვათაშორის, მისი წინამორბედი ედუარდ შევარდნაძე ამ მიმართულებით იყო მამაცი ადამიანი, რაც პოლიტიკოსისთვის აუცილებელი თვისებაა.სააკაშვილი დარჩება როგორც სხვა ფიგურები, მაგალითად, ისეთი როგორიც არის იგორ გიორგაძე. რაც წავიდა, იმის შემდეგ ჩამოდის და ვერ ჩამოვიდა. მიშაც ასე იქნება, გიორგაძესავით”, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები