სოსო ვახტანგაშვილი: „თავისუფალ დემოკრატებს“ 80 პროცენტი დატოვებს, ალასანიას ძალიან გაუჭირდება

ირაკლი ალასანიას გორში გამარჯვება ძალიან გაუჭირდება, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ეროვნული ფორუმის“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც „თავოსიფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა წევრმა თამაზ შიოშვილმა გორში მაჟორიტარ კანდიდატობაზე უარი განაცხადა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება იძულებით მიიღო.
„ძალიან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. ეს ირაკლის მხრიდან იძულებითი ნაბიჯი იყო. ის ამისთვის არ ემზადებოდა. მას წინასაარჩევნო მომზადება არ გაუვლია. ამომრჩეველთა 80 პროცენტი თამაზ შიოშვილს გაყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ „თავისუფალ დემოკრატებს“ 80 პროცენტი დატოვებს. ალასანიას ძალიან გაუჭირდება. თბილისის მერე გორი მეორე პოლიტიკური ცენტრი იქნება.
თითქმის ყველა პარტია იბრძვის გორისთვის, რადგან გორი ქართლის გულია“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები