„ეროვნული ფორუმი“: მომავალ პარლამენტში მხარს დავუჭერთ კონსტიტუციაში „ქორწინების შესახებ კანონში“ მკაფიო განმარტებას

პარტია „ეროვნული ფორუმი“ მომხრეა კონსტიტუციაში ოჯახის შესახებ მკაფიო განმარტება ჩაიწეროს, თუმცა პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გორის მაჟორიტარმა კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი შეძლებს, რომ „ქორწინების შესახებ კანონში“ ცვლილებები შეიტანოს. „ჩვენ ვეთანხმებით იდეას, რომ კონსტიტუციაში მკაფიოდ იქნას ჩაწერილი, რომ ოჯახი-ქალისა და მამაკაცის ერთობაა. „ეროვნული ფორუმის“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით თავიდანვე ცნობილი იყო. მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ვეტო დაადო, კატეგორიულად ვემიჯნებით პრეზიდენტის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებს, რადგან ხელოვნურად სიტუაციის დაძაბვა ძალიან საფრთხის შემცველია. ჩვენ მომავალ პარლამენტში მხარს დავუჭერთ კონსტიტუციაში „ქორწინების შესახებ კანონში“ მკაფიო განმარტებას,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები