ირაკლი სესიაშვილი ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა
საპარალამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული კითხვები უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ძალიან ბევრი დახურული მუხლით შესყიდვები ხორციელდებოდა.
„საზოგადოებაში არსებობდა გარკვეული კითხვები უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც ძალიან ბევრი დახურული მუხლით შესყიდვები ხორციელდებოდა, ამიტომ მე ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რა დეტალები შეიძლება იყოს ამ ხელშეკრულებებში, მაგრამ ალბათ, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით იქნება კითხვები, მე ნამდვილად არ ვიცი და არ ვარ საქმის დეტალებში ჩახედული, ვფიქრობ, უნდა გამოცხადდეს და გამოცხადდება კიდევაც და პროკურატურა დაუსვამს შეკითხვებს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზეა დაბარებული.