„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მონაწილე“

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის ელჩ იანოშ ჰერმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ელჩთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს განსაკუთრებით გაუსვა ხაზი.
ლევან იზორიას თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ევროკავშირის საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე. აღინიშნა, რომ ქართული მხარე, ისევ და ისევ ევროკავშირის ეგიდით, უახლოეს მომავალში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოცეულის დონის ქვედანაყოფის გაგზავნას გეგმავს.
ქართული ოცეული აფრიკის კონტინენტზე ფრანგულ კონტინგენტთან ერთად შეასრულებს მისიას. თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით რუსული მცოცავი ოკუპაციის ფონზე. იანოშ ჰერმანმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობით საქართველო მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის პოლიტიკის არამხოლოდ მომხმარებელი, არამედ მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები