“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა პარტია დატოვა

“თავისუფალი დემოკრატების” გორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით წეწვაძემ პარტია დატოვა და “ქართულ ოცნებაში” გადავიდა.
როგორც მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა გადაწყვეტილების მიზეზი ირაკლი ალასანიას პარტიის “ნაციონალურ მოძრაობასთან” იდეოლოგიური დაახლოება გახდა.
„ჩემთვის მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან “ მიმსგავსებული იდეების მატარებელ პარტიასთან ერთად დგომა. ეს მანკიერი მსგავსება გუშინ განვითარებულ მოვლენებში დავინახე, რომელსაც ბინძურ თამაშს ვუწოდებ.
ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია ,,თავისუფალი დემოკრატები” და შევუერთდე პარტია ,,ქართულ ოცნებას – დემოკრატიული საქართველოს”, -აღნიშნა დავით წეწვაძემ.
მისივე თქმით “თავისუფალი დემოკრატების”რიგების დატოვებას პარტიის კიდევ რამდენიმე წევრი გეგმავს.
შეგახსენებთ,რომ ”თავისუფალი დემოკრატები“ დატოვა თამაზ შიოშვილმაც,რომელიც გორის მაჟორიტარობის კანდიდატად იყო წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები