12 აგვისტოს ზუგდიდში სალიოს, Loudspeakers, ნინი შერმადინის და მარიამ ჩაჩხიანის კონცერტი გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. პროექტის ფარგლებში, 12 აგვისტოს, ზუგდიდში, ცენტრალურ პარკში, სალიოს, Loudspeakers, ნინი შერმადინის და მარიამ ჩაჩხიანის კონცერტი გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათზე.
აპრილში დაწყებული პროექტი „Check in Georgia” წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას და 40-ზე მეტ ფესტივალს აერთიანებს.„Check in Georgia”-ს ფარგლებში უკვე გაიმართა 4 გრანდიოზული კონცერტი – ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი „Maroon 5″ და ხოსე კარერასი.
პროექტის „Check in Georgia” განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა; ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა; შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. „Check in Georgia” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს პოპულარიზაციას, იზრდება ქვეყნის, როგორც ტურისტული და კულტურული ცენტრის ცნობადობა, ასევე საერთაშორისო იმიჯი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები