ნუკრი ქანთარია: არ ვამბობთ, რომ იდეალურები და ფრთიანები ვართ, თუმცა ალტერნატივა არ გვყავს

“ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს – ეს არის მშვიდობის, სტაბილურობის პარტია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა ნუკრი ქანთარიამ პორტალ “კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
დეპუტატმა წინასაარჩევნოდ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.
“წინასაარჩვენო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალური სიმშვიდეა და ვისაც როგორ უნდა ისე ატარებს ამ კამპანიას, განსხვავებით 2012 წლისგან.
“ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს – ეს არის მშვიდობის, სტაბილურობის პარტია. ხდება იმ ოცნებების ასრულება, რაც ნამდვილად ოცნება იყო მოსახლეობისთვის – მაგალითად c ჰეპატიტის მკურნალობა, რომელიც ოცნება იყო. არ ვამბობთ, რომ იდეალურები და ფრთიანები ვართ, თუმცა ალტერნატივა არ გვყავს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები