კახა კალაძე: მინდა ყოველთვის ვიყო ეფექტური, სარგებლის მომტანი, სადაც არ უნდა ვიყო
მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს, იქ, სადაც დავჭირდები, – ამის შესახებ ვიცე პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში, ჟურნალისტის იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც არჩევნების შემდეგ მის საქმიანობას შეეხებოდა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მთავარი ამოცანაა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იყოს, კონკრეტულ თანამდებობას კი, მნიშვნელობა არ აქვს.
“გამიჭირდება ამაზე საუბარი, ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ამაზე გუნდი იმსჯელებს. მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს სამშობლოს, ჩემს ხალხს იქ, სადაც დავჭირდები. კონკრეტულ თანამდებობებს ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა და არც დღეს აქვს. მე მინდა ყოველთვის ვიყო ეფექტური, სარგებლის მომტანი, სადაც არ უნდა ვიყო”,-განაცხადა კალაძემ “მაესტროს” ეთერში.