“ეჭვის საბაბი ყველას აქვს, რადგან მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია”

ეჭვის საბაბი ყველას აქვს იმიტომ, რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დეპუტატების – ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვას.
„ამ განცხადებას გავეცანი. იქ არის აღწერილი მთელი ეს პროცესი, ის ალიაქოთი, რაც იყო ატეხილი. მინდა ვთქვა, რომ ძალიან სამწუხაროა. მე ვარ პარტიის ლიდერი, მაგრამ ამავე დროს ვარ პრემიერ-მინისტრი და ვინაიდან, ჯერ-ჯერობით გამოძიება მიმდინარეობს, პოლიტიკური შეფასებებისგან თავს შევიკავებ. ისე, რა თქმა უნდა, ეჭვის საბაბი ყველას აქვს, იმიტომ რომ მეთოდები, რომლითაც ხდებოდა ქვეყნის მართვა, ყველასთვის ცნობილია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ,რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მიმართავენ.
მათი თქმით, განცხადების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები