გიორგი ლილუაშვილმა ვანის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო შეხვედრები გამართა

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წინასაარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში, შუა მთაში, ჭყვიშსა და ციხე სულორში გამართა.
გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ვანის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება. 13939434_1420683224614330_5987422343343193548_n
გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ვანი სამეცნიერო ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს , რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას. დღეს აქცენტი სოფლის მეურნეობის იმ სფეროს განვითარებაზეც გამახვილდა, რომელიც პერსპექტიულია და მოსახლეობას კარგ შემოსავალს მისცემს.
„ვანში უნდა აღდგეს მეაბრეშუმეობა,რაც მოსახლეობისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. სახელმწიფომ უკვე შემოიტანა საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშის ხეები, რომელიც მრავალწლიანია და გამორჩეული ხარისხის ფოთოლს იძლევა.უახლოეს მომავალში მთავრობის ინიციატივით დაიწყება პროექტი,რომელიც მეაბრეშუმეობას დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.
კანდიდატი დღესვე სოფელ მთის ძირში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე კიკაბიძეების ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნო, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები, რომელსაც მდინარე „ნასერალა’’ ყოველი წვიმისას აზიანებს. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობის თხოვნით სოფელ შუა მთის კულტურის სახლიც დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები