“თუ პრემიერი კონტრასიგნაციას არ მოახდენს, პრეზიდენტს მაინც შეუძლია,რეფერენდუმი არ დანიშნოს“

თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდეს, პრემიერი ამ გადაწყვეტილებაზე ვერაფერს ვერ შეცვლის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
როგორც მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, თუ პრემიერი კონტრასიგნაციას არ მოახდენს, პრეზიდენტს მაინც შეუძლია, რეფერენდუმი არ დანიშნოს.
მისივე განმარტებით, კონტრასიგნაცია ამ შემთხვევაში ფორმალობაა.
„პრემიერს არ შეუძლია, კანონმდებლობით რაიმეს შეცვლა. თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ რეფერენდუმი არ ჩატარდეს, პრემიერი ამ გადაწყვეტილებაზე ვერაფერს ვერ შეცვლის. თუ კონტრასიგნაციას არ მოახდენს, კონტრასიგნაცია ამ შემთხვევაში ფორმალობაა“, – განმარტა გიორგი კახიანმა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ დანიშნავს რეფერენდუმს ქორწინების განსაზღვრის საკითხზე, რაზეც ცესკომ მიმართა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს საინიციატივო ჯგუფმა მიმართა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები