„ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლად“

ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლად, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ, ბესელია-ფოფხაძის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ეს განცხადება არ მინახავს, მედიისგან შევიტყვე ამის შესახებ, ჩვენ დაინტერესებულები ვართ დავეხმაროთ საქართველოს კიდევ უფრო დაუახლოვდეს ევროატლანტიკურ საზოგადოებას, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული განვითარება, დავამატებ, რომ თავისუფალი სასამართლო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ნებისმიერი საკითხი უნდა წყდებოდეს სამართლებრივად, პოლიტიკური ზეწოლისგან დამოუკიდებლად“, – განაცხადა იან კელიმ.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე მიმართავენ.
მათი თქმით, განცხადების მიზანია საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები