“თავისუფალი დემოკრატების“ გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ალასანია იქნება
პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გორში იყრის კენჭს.
ამის შესახებ ალასანიამ გორში, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
“მე როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, მას შემდეგ რაც გორში გამოგვაკლდა თანამებრძოლი მივიღე შემდეგი გადაწყვეტილება მე პირადად ვიყრი კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი, გავიმარჯვებთ გორში ჩვენს გუნდთან ერთად და ეს არი იქნება მხოლოდ გორის და შიდა ქართლის გამარჯვება, მთელს საქართველოში ამას ექნება ძალიან სეროზული გავლენა შედეგზე, რომელსაც ერთად “თავისუფალი დემოკრატები“, ამ არჩევნებში,ოქტომბერში მივაღწევთ, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.