ირაკლია ალასანიას პარტიის წევრმა გორში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა თამაზ შიოშვილმა გორში საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
შიოშვილი ირაკლი ალასანიამ გორის მაჟორიტარ კანდიდატად 15 მაისს წარადგინა.
როგორც „ქრონიკისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თავად შიოშვილმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მის მიმართ არავითარ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.
მისივე თქმით, შესაძლოა, მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
„პარტიისთვის შეიძლება მოულოდნელი იყო ჩემი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩემთვის არ ყოფილა მოულოდნელი. ნამდვილად გამიჭირდა ამაზე ფიქრი, იმიტომ, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ ჩვეულებრივი რამ არაა ჩემთვის, ერთი დიდი ორგანიზმია, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მე და ირაკლი ალასანია ერთობლივ განცხადებას გავაკეთებთ“, – განაცხადა შიოშვილმა.
თამაზ შიოშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა გორის გუბერნატორად დაინიშნოს, კატეგორიულად უარყო.
„არავისთან არანაირი მოლაპარაკება არ არსებობს და არ მიმდინარეობს არანაირი მოლპარაკება კიდევ ერთხელ ვიმეორებ“, -განაცხადა შიოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები