იან კელი: პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მიიღო

ნამდვილად ვერ გეტყვით, უნდა ჩაიწეროს თუ არა კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების ცნების განსაზღვრასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეხებოდა.
„ნამდვილად ვერ ვიტყვით, როგორი უნდა იყოს, უნდა ჩაიწეროს თუ არა ეს კონსტიტუციაში. ეს იყო პრეზიდენტის პრეროგატივა, მან მიიღო გადაწყვეტილება ყოველგვარი ჩარევის გარეშე მთავრობისგან, თუ დიპლომატიური კორპუსისგან“,-განაცხადა იან კელიმ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 9 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ქორწინებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი არ ჩატარდება. როგორც გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა მიერ წარდგენილი ფორმულირება არ ექვემდებარება რეფერენდუმს, ვინაიდან ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია ქართულ კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით, ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები