სალომე ზურაბიშვილი: მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა

მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მთაწმინდის ამომრჩეველს მიმართავს, მის საარჩევნო ფონდში “პაჩკა სიგარეტის” თანხა გადარიცხონ.
შესაბამის მიმართვას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მიმართვა პირველი!
მთაწმინდის ამომრჩეველს მივმართავ!
ჩემი საარჩევნო ფონდი გაიხსნა!
მთაწმინდაზე 43.372 ამომრჩეველია!
პირველ ტურში გასვლისთვის საჭიროა 21.687 ხმა!
ჩემო ამომრჩეველო, მხარდაჭერის ნიშნად ყველას მოგმართავთ თხოვნით, გადმორიცხოთ “პაჩკა სიგარეტის” თანხა (ანუ 3 ლარი) დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდში:
საქართველოს ბანკი – GE24BG0000000730946400“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები