“რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა აქციები მართული პროცესია“

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის შეფასებით, რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა საპროტესტო გამოსვლები მართული პროცესია. როგორც კალაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც გუშინ რუსთავი-თბილისის სამარშუტო ტაქსის მძღოლებმა გააკეთეს.

“გაუგებარია ის განცხადებები, რომლებიც გუშინ მოვისმინეთ. მე ამ ადამიანებს ორჯერ შევხვდი – პირველად ქალაქ რუსთავში, როცა ჟიული შარტავას 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიმყოფებოდი და მათი თხოვნის საფუძველზე ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას შევახვედრე, თუმცა, როგორც მაცნობეს, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მეორედ კი – ენერგეტიკის სამინისტროში შევხვდი და შესაბამისმა სამსახურებმა კანცელარიაში ჩაუნიშნეს შეხვედრა. იყო განხილვა, როცა ამ ადამიანებმა უარყოფითი პასუხი მიიღეს, გადმოვიდნენ ჩემს პირად შეურაცხყოფაზე, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მე ადამიანურად ვეცადე, დავხმარებოდი მათ. გუშინ კი რუსთავის მერის, დავით ჯიქიას განცხადება მოვისმინე და ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა – ესაა მართული პროცესი და ამ დადგმულ შოუში ჩარევას ნამდვილად არ ვაპირებ”, – განაცხადა კალაძემ. რუსთავის თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები ტენდერის შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ კომპანიას, რომელმაც ტენდერი მოიგო, კახა კალაძესთან აქვს კავშირი. თბილისის მერის დავით ჯიქიას განცხადებას კი მძღოლების საპროტესტო აქციები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების მიერაა მართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები