„თათუხაშვილზე შურისძიებით შეიძლება არა პროკურატურა არამედ სხვა მხარე ყოფილიყო დაინტერესებული“
ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი, პროკურატურის მიერ შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ლოგიკურს უწოდებს და არ გამორიცხავს რომ თათუხაშვილის დაშინებითა და მისთვის დაზიანებების მიყენებით, არა პროკურატურა, არამედ სრულიად სხვა მხარე ყოფილიყო დაინტერესებული.
როგორც „კვირას“ ნიკოლაიშვილმა განუცხადა, ქალაქის პროკურატურაში შეუძლებელი იყო ვინმე თათუხაშვილი ეწამებინა, რადგან ოთახები შუშისაა და სურვილის შემთხვევაშიც კი ამას ვერავინ განახორციელებდა.
ადვოკატის თქმით, მის ამ ნათქვამს ამყარებს ფაქტები, რომლებიც ნათლად ჩანს ვიდეოფირებში. მისი განცხადებით, თათუხაშვილი დაკითხვაზე ორ ადკოკატთან ერთად მისივე ნებით გამოცხადდა. ნიკოლაიშვილის განცხადებით ძალადობის და რაიმე ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის კვალი არ ჩანს მისი ჩვენების ამსახველ ვიდეომასალაზეც.
მე ვერც პროკურატურის განცხადებებს და ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციას მტკიცებულებად ვერ მივიჩნევ მე წარმოდგენილი ფაქტებით ვმსჯელობ. ფაქტების მიხედვით პროკურატურის პოზიცია სხვადასხვა მიზეზთა გამო სრულიად ლოგიკურია. „ნაციონალების“ ბრალდება რომ ვიდეო დამონტაჟებილია არაა გასაკვირი. რა თქმა უნდა დამონტაჯებული იქნება, 24 საათიან მასალას ბუნებრივია ვერ დადებდნენ იყო ამოღებული კადრები რომელიც პროკურატურაში მის შესვლას და გამოსვლას შეეხებოდა. გამოჩნდა აშკარად რომ არც მარტო შესულა არც ვინმეს დაუძალებია. ადვოკატებთან ერთად იმყოფებოდა . შენობიდანაც თავისითვე გამოვიდა . ფაქტიურად ამ კადრებმა პროკურატურაში მისი წამების ვარიანტი გამორიცხეს. ამაზე მისი დაცვის მხარეც კი არ აპელირებს. ნაჩვენები იყო ნაწყვეტი მისი ჩვენებიდან . მე ამ ჩვენების დროს მასზედ რაიმე ფსიქოტროპული ან ნარკოტიკული ნივთირების გავლენა ვერ შევნიშნე . ის კადრები ადასტურებს იმას რომ თათუხაშვილი პროკურატურის შენობაში, ნაწამები არ ყოფილა. ქალაქის პროკურატურაში სადაც მისი დაკითხვა მოხდა, უბრალოდ გამორიცხულია იქ ვინმე იქნეს ნაწამები. ოთახები შუშისაა და ამის სურვილი რომც ვინმეს ჰქონოდა, იმ შენობაში ამას ვერ განახორციელებდა. იმ კადრების მიხედვით რაც აჩვენეს ის რომ ეს კაცი იყო ნაწამები კადრებში არ ჩანს“- განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა. მისი თქმით, მისგან ჩვენება არა ფიზიკური არამედ ფსიქოლოგიური ზეწლით იქნებოდა მიღებული, იმდენად რამდენადაც ის წლების განმავლობაში მუშაობდა ისეთ თანამდებობაზე რა დროსაც ის შეიძლებოდა ბევრ უკანონო ქმედებაში ყოფილიყო ჩარეული, რაც შეიძლებოდა ნიკოლაიშვილის თქმით, გამოძიებას თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა.
ადვოკატმა აქცენტი თათუხაშვილის მიერ ახალაიას წინააღმდეგ მიცემულ ჩვენებაზეც გაამახვილა. მისი თქმით, ის იმდენად მნიშვნელოვანი მოწმე იყო ახალაის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების შემდეგ შესაძლებელია სრულიად სხვა მხარის ინტერსში მოხვედრილიყო.
„მე მგონია რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ფსიქოლოგიური და არა ფიზიკური. როდესაც 8 წელი სპეცრაზმის უფროსის მოადგილე იყო ადამიანი და უამრავ საქმეებში აქვს მონაწილეობა მიღებული,ზოგში კანონიერში, ზოგში უკანონოში. ბუნებრივია მის მოღვაწეობაში იქნებოდა ისეთი ეპიზოდები რომელიც მისთვის კომპრომატი იქნებოდა, მას დაუდებდნენ ასეთ ფაქტებს და ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო ის გახდებოდა იძულებული მიეცა ჩვენება დათა ახალაიას წინააღმდეგ. ამ ადამიანმა ამის გამო მიიღო დიდი სტრესი და გატყდა. ამ ყველაფერმა ჯანმრთელობაც შეურყია. ვიცით რომ მას ჰქონდა ისედაც ფსიქოლოგიური პრობლემები . ის ჯერ 21 დღე იყო დაკარგული, მერე ბოლო რვა დღე სახლში იყო . მისი დაკითხვიდან თვენახევრის შემდეგ გარდაიცვალა და ამა თვენახევრის განმავლობაში ნებისმიერ სხვა გარემოებაშიც შეიძლებოდა მიეღო დაზიანებები და ამისთვის სულ რაღაც ათი წუთიც საკმარისი იქნებოდა. შესაძლოა სრულიად სხვა ადამიანები ყოფილიყვნენ დაინტერესებული მისთვის დაზიანებების მიყენებით. ის ძალიან ძვირფასი მოწმე იყო ამიტომ შეიძლებოდა მის მიმართ შურისძიებით ყოფილიყვნენ დაინტერესებული. იმის გამორომ მან დათა ახალაის მისამართით მისცა ჩვენება შეიძლება ის მხარეც ყოფილიყო დაინტერესებული მისი დაშინებით და ამ სტრესულ მდგომარეობას ვერ გაუძლო გულმა“- განაცხადა გელა ნიკოლაშვილმა.