რუსეთმა უკრაინას გაზის საფასური გაუზარდა

უკრაინისთვის ათასი მ3 გაზი 485 დოლარი ეღირება, რაც საექსპორტო ბაჟს უკავშირდება – ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი“ ავრცელებს. “რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა “გაზპრომის” ხელმძღვანელ ალექსეი მილერს განუცხადა, რომ მომავალში გაზის გატანაზე უკრაინელ მომხმარებლებთან ურთიერთობაში საყოველთაოდ დადგენილი საბაჟო გადასახადებით იხელმძღვანელონ“,- აღნიშნავს სააგენტო. “ნაფტოგაზის“ დავალიანება გაზპრომისადმი 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენს. გაზპრომმა“ 1 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინისთვის გაზის საფასური 2014 წლის მეორე კვარტალში გაიზრდებოდა და ათას მ3-ზე 385,5 დოლარს შეადგენდა, რაც პირველ კვარტალში 268,5 დოლარი იყო. აქამდე უკრაინისთვის ნულოვანი ბაჟი მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები