კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს
კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში სერბი პოლიტიკოსი მოკლეს. კოსოვსკა მიტროვიცას მუნიციპალური კრების დეპუტატი დმიტრი იანიჩევიჩი ღამით ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი სახლის მახლობლად მოკლეს. 36 წლის პოლიტიკოსი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით, დმიტრი იანიჩევიჩს ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. პოლიტიკოსს სხეულზე ათი ჭრილობა აღენიშნებოდა. დანაშაულის მოტივი უცნობია.
პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. როგორც გაირკვა, ცხედარი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა იპოვეს. სამართალდამცველების განცხადებით, გასულ წლებში იანიჩევიჩზე თავდასხმა არა ერთხელ განხორციელდა. სერბი პოლიტიკოსი გასული წლის 3 ნოემბრის არჩევნებზე კოსოვსკა მიტროვიცას მერის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი იყო.