ირაკლი შოთაძე: ფარცხალაძე პროკურატურის საქმიანობაში არ ერევა
მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე არც რომელიმე კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეში და არც რომელიმე გამომძიებლის უშუალო საქმიანობაში არ ერევა. მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ფარცხალაძის დემონიზაცია მოახდინა. „ ოთარ ფარცხალაძე არის ჩემი მეგობარი, რომელსაც წლებია ვიცნობ. მეგობარი შეიძლება შეგხვდეს, ეს ბუნებრივი მომენტია და ამაში დასაძრახი არაფერია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ პირის დემონიზაცია მოახდინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საზოგადოებიდან უნდა გავრიყოთ. ოთარ ფარცხალაძეს არცერთ სისხლის სამართლის საქმესთან და ჩემს სამსახურებრივ მუშაობასთან არანაირი შეხება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.