ინგლისში სიგარეტის შეფუთვის შეცვლა უნდათ
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, ისინი იურიდიულად აიძულებენ თამბაქოს კომპანიებს, რომ ინგლისში სიგარეტები მარტივი, სტანდარტული შეფუთვის კოლოფებში გაყიდონ. ჯანდაცვის მინისტრმა ჯეინ ელისონმა განაცხადა, რომ შეფუთვა ბრენდის გარეშე დაეხმარებათ მწეველთა რიცხვის დაკლებაში და ის ბავშვებისთვისაც ნაკლებად მიმზიდველი იქნება. ჩრდილოეთ ირლანდიაში, შოტლანდიასა და უელსში, როგორც მოსალოდნელია, ალკოჰოლზე მსგავსი კანონმდებლობა შეიქმნა. თამბაქოს კომპანიები ამტკიცებენ, რომ ამ კანონის მიღება მხოლოდ სიგარეტის ყალბ მწარმოებლებს დაეხმარება. ავსტრალია პირველი ქვეყანაა, სადაც სტანდარტული შეფუთვით გამოუშვეს სიგარეტი.