ირაკლი შოთაძე: გამოძიება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე გაგრძელდება

მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და დაკითხვაზე არ გამოცხადდა, რაც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონითაა განსაზღვრული, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე გამოძიება გაგრძელდება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის გარეშე.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზეთ სააკაშვილს დისტანციური წესით დაკითხვა, მან უარი განაცხადა. ამიტომ გამოძიება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე გაგრძელდება. ჩვენ შევეცდებით სააკაშვილის გარეშე მოვიპოვოთ საქმეში მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება ყველა ჩამოთვლილ საქმეზე, რათა დავადგინოთ ობიექტური ჭეშმარიტება. პირის პასუხისგებაში მიცემა და შემდგომ ძებნაზე დაყენება ხდება მხოლოდ მისი ბრალდების შემდეგ, შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე”, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები