ირაკლი შოთაძე კომიტეტის სხდომის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე ირაკლი შოთაძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ჩაშლის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, სხდომის ჩაშლა საპარლამენტო უმცირესობის წევრების საქციელმა გამოიწვია.
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მათ კონკრეტულ პასუხებს ვცემთ, ისინი სხვა საკითხებზე გადადიან, ჩხუბობენ, ცდილობენ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენონ. ეს არ არის მუშაობის რეჟიმი და შეუძლებელია პასუხების გაცემა მათ კითხვებზე“,-აღნიშნა შოთაძემ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა მიმდინარეობდა, ჩაიშალა.