კომაში მყოფი შუმახერი სახლში გადაჰყავთ
ლეგენდარული ,,ფორმულა-1“-ის მრბოლელის, მიხეილ შუმახერის მკურნალი ექიმები ფიქრობენ, რომ მისი საავადმყოფოში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობს. ცნობილი პილოტი უკვე რამდენიმე თვეა კომაში იმყოფება. მედიკოსების აზრით, შუმახერის სახლში გადაყვანა სრულიად შესაძლებელია და ეს მის ჯანმრთელობას არავითარ ზიანს არ მიაყენებს. სახლში გადაყვანის სურვილი პილოტის მეუღლემ, კორინამაც გამოთქვა.
სახლში, რომელიც ჟენევის ტბის ნაპირზე მდებარეობს, სპორტსმენის მეუღლე ყველაფრით აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის მოწყობას გეგმავს. ასეთი სამედიცინო პუნქტის მოწყობა მას 16 მილიონი დოლარი დაუჯდება. შუმახერის ახლობლები ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ ადრე თუ გვიან იგი გონს მოვა, თუმცა ექიმებმა ამის შესაძლებლობა ფაქტობრივად გამორიცხეს.
შეგახსენებთ, რომ შუმახერმა ქალა- ტვინის ტრავმა გასული წლის 29 დეკემბერს, საფრანგეთის ალპებში სრიალის დროს მიიღო. სპრტსმენს ორი ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა დღემდე კომაში იმყოფება