ჯულია რობერტსის სახლში ხუთი ძაღლი ცხოვრობს

  პოპულარული ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი, რომელსაც ძალიან უყვარს ცხოველები, ინტერვიუში მოყვა, ერთ-ერთი ფრენის დროს შემთხვევით როგორ აღმოაჩინა უპატრონო ძაღლი და სახლში წაიყვანა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ ძაღლს ოთხი ლეკვი გაუჩნდა. ახლა მსახიობის სახლში უკვე ხუთი ძაღლი ცხოვრობს.
შეგახსენებთ, რომ ჯულია რობერტსი 2002 წლიდან კინოოპერატორ დენიელ მოდერომის მეუღლეა. მათ სამი შვილი ჰყავთ. ბავშვების დაბადების შემდეგ მსახიობი არცთუ ისე ხშირად მონაწილეობს გადაღებებში. ის მთელ დროს ოჯახსა და ბავშვების აღზრდას უთმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები