სამტრედიაში მოტოციკლის ამობრუნების შედეგად, ორი ახალგაზრდა დაშავდა

სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა.
“კვირას” ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
26 წლის გიორგი მგალობლიშვილი და 23 წლის გიორგი დოლენჯიშვილი მოტოციკლით გადადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. დაშავებულები ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები