შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა ჩაიშალა

   ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის განხილვა ჩაიშალა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და მისმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადეს, მათ სხდომის გაგრძელების საშუალებას ოპონენტები არ აძლევენ. ეკა ბესელიას თქმით, კომიტეტი გადაწყვეტს, როდის გაგრძელდება სხდომა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმატში გაგრძელდება მოსმენა. “კომიტეტი გადაწყვეტს, როდის გაგრძელდება სხდომა და მიიღებს გადაწყვეტილებას, რა ფორმატში გაგრძელდება მოსმენა. ის, რომ დღევანდელი სხდომა არ გრძელდება, ეს თქვენი ბრალია“,- მიმართა ეკა ბესელიამ ოპონენტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები