შოთაძე „ნაციონალებს“: თქვენ თათუხაშვილის თემით სპეკულირებთ

   თქვენ თათუხაშვილის საქმეზე სიმართლე არ გაინტერესებთ და ამ თემით მხოლოდ სპეკულირებთ – ამ სიტყვებით მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განუცხადა, სადაც შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებული საკითხი იხილება. საპარლამენტო უმცირესობის წევრები პროკურატურას თათუხაშვილის საქმის გამოძიებაში არსებული უკანონო გარემოებების არსებობაში ადანაშაულებენ. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, დაუშვებელია ის, რომ თათუხაშვილის საქმის გამოძიებამდე პროკურატურა წინასწარ დებს “ვერდიქტს“. ირაკლი შოთაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ განაცხადა, რომ არსებობს ოქმი, სადაც თავად თათუხაშვილი მის მიმართ დაცვის ღონისძიებების გამოყენებას ითხოვს. “ დაცვის მოთხოვნა დაფიქსირებულია ორი ადვოკატისა და თავად თათუხაშვილის მიერ, რომ მათ თავად მოითხოვეს დაცვის ღონისძიება. არის დაკითხვის ოქმები და ხელმოწერები, როგორც თათუხაშვილის ისევე ორივე ადვოკატისა, რომლებიც ითხოვენ დაცვის ღონისძიების გამოყენებას“,- განაცხადა შოთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები