ქარელთან სამარშრუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა

ქარელთან მგზავრებით სავსე სამარშრუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა, რა დროსაც დაშავდა 4 ადამიანი.
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.
“კვირას” ინფორმაციით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარს შსს-ში ადასტურებენ. როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რასაც ავარია მოყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები