ეკა ბესელიასა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა ეკა ბესელიასა და უმცირესობის წევრებს შორის შელაპარაკებით დაიწყო. სხდომაზე შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძეა მიწვეული. ბესელიამ სხდომა საქმის არსზე საუბრით დაიწყო და ბოლო დღეების განმავლობაში უმცირესობის მხრიდან პროკურატურისადმი ბრალდებებსაც გამოეხმაურა, რასაც უმცირესობის წევრების მხრიდან საპასუხო რეპლიკები მოჰყვა. საპარლამენტო უმცირესობამ ბესელიას მოუწოდა, მეტი დრო კითხვებისათვის დაიტოვონ, რადგან 16:00 საათზე პარლამენტის სესია იწყება და მათ არ სურთ, “საკომიტეტო მოსმენა მხოლოდ პროკურატურის პრეზენტაციად დარჩეს”.
ბესელაიმ თავის მხრივ აღნიშნა, რომ თუ ამ შეკამათებაში დროს დაკარგავენ, კითხვების დასმას ვერ მოასწრებენ. ეკა ბესელიამ სხდომაზე წესრიგის დაცვის თხოვნით მანდატურის სამსახურს მიმართა.