სამარშუტო ხაზების მძღოლებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს

    „ქართული ოცნების“ ოფისთან რუსთავი-თბილისის სამარშუტო ხაზების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მძღოლები ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან შეხვეედრას ითხოვდნენ.
აქციაზე ინცინდენტი მოხდა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მას დაწვის ან რაიმე თვითდაზიანების მიყენების საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ადამიანი, რომელიც თავის დაწვას ცდილობდა, პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი. აქციაზე შეკრებილი მძღოლები კახი კალაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილის ლევან მჭედლიძის განცხადებით, ისინი ქალაქის ხელმძღვანელობამ შეცდომაში შეიყვანა.
„ქალაქის ხელმძღვანელობამ სპეციალურად შეცდომაში შეგვიყვანა. მანქანები შეგვაცლევინეს. მოგვაყვანინეს 2000 წელს ზემოთ გამოშვებული მანქანები, ე.წ. სპრინტერები, რომლის საბაზრო ფასი 25 000 დოლარიდან იწყება და ახლა გვეუბნებიან, რომ ეს მანქანები თურმე კომფორტული არ არის“- განაცხადა ლევან მჭედლიშვილმა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი შიმშილობის დაწყებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები