„გავრცელებული მასალით, ყველა კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული“

   გავრცელებული მასალით, ყველა კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. კოჟორიძის თქმით, ვიდრე ექსპერტიზის პასუხი არ იქნება ცნობილი, საზოგადოებამ თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეფასებისგან თავი უნდა შეიკავოს.
„გამოძიება უნდა გაგრძელდეს იმიტომ, რომ გავრცელებული მასალით, ყველა კითხვაზე პასუხი არ არის გაცემული. სწორედ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაეცემა მთავარ კითხვას პასუხი. ჩვენ ველოდებით სწორედ ექსპერტიზის დასკვნას“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები